ბექაფი

ყველაზე მობილური ავტო დაზღვევა

მანქანის დაზღვევა ორჯერ უფრო იაფი და კომფორტული გახდა. სატელეფონო ზარები, ოფისებში სირბილი და საბუთების ფრიალი საჭირო აღარ არის. მართე ბექაფი თითის ერთი მოძრაობით, მობილური აპლიკაციის საშუალებით

header right image

რა არის ბექაფი და მისი უპირატესობები

ბექაფი არის პირველი ციფრული დაზღვევა საქართველოში, რომლის საშუალებითაც ავტო დაზღვევის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული და კომფორტულია

ციფრული დაზღვევის უპირატესობები:
  • შენზე მორგებული ტარიფი

    ბექაფის ტარიფი მაქსიმალურად შენზეა მორგებული. თანხას იხდი იმის პროპორციულად თუ რამდენს და როგორ დადიხარ. თუ არ დადიხარ, არაფერს იხდი, მანქანა კი მაინც დაბექაფებულია

  • შეღავათიანი ფასი

    ბექაფი საშუალოდ ორჯერ იაფია ვიდრე სტანდარტული დაზღვევა

  • გამჭვირვალე პროცესი

    ბექაფის მართვა და კონტროლი აპლიკაციიდან შეგიძლია. ყველა პროცესი არის სრულიად ციფრული და გამჭვირვალე

როგორ მუშაობს ბექაფი

full width feature

ბექაფი მუშაობს სპეციალური მოწყობილობის საშუალებით. მოწყობილობის შეკვეთა შეგიძლია დარეგისტრირებისას, რის შემდეგაც ბექაფ ასისტენტი ერთ სამუშაო დღეში მოგიტანს სასურველ ადგილზე და დაგეხმარება ინსტალაციაში.

მოწყობილობა დააკვირდება ავტომობილის მართვის ხარისხსს, ეს ინფორმაცია შეინახება აპლიკაციაში და შენთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

full width feature
test drive
მიუკერძოებელი შეფასება

ფიქრობ, რომ კარგი მძღოლი ხარ?

გადმოწერე აპლიკაცია, გაიარე სახალისო ტესტ-დრაივი და მიიღე შენზე მორგებული ტარიფი

test drive

რას ექცევა ყურადღება ტესტდრაივის დროს

ბექაფის მოწყობილობა აკვირდება შემდეგი მანევრების შესრულების ხარისხსს:

  • აჩქარება

    მართვის დაწყებისას როგორი ტემპით ზრდი სიჩქარეს

  • სიჩქარე

    მოძრაობ თუ არა კონკრეტული გზისთვის განსაზღვრული სიჩქარით

  • მოხვევა

    როგორი სიფრთხილით უხვევ და შედიხარ მოსახვევებში

  • დამუხრუჭება

    სიჩქარის ზომიერ და თანაბარ ვარდნას, დამუხრუჭების სიგლუვეს

დამატებითი უპირატესობები

ფრანშიზა შენი მეგობარია

ფრანშიზა 300-დან 500-ლარამდე თანხაა, რომელსაც შენ გადაიხდი სადაზღვევო შემთხვევისას, ხოლო დანარჩენ ხარჯს სრულად ბექაფი დაფარავს. მაგალითად, თუ დაბექაფებულ მანქანას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოუვიდა 13000 ლარის ზარალი, შენი ფრანშიზა კი 500 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული, გადაიხდი მხოლოდ 500 ლარს, 12,500 ლარს კი სრულად ბექაფი აგინაზღაურებს. სწორედ ფრანშიზა ეხმარება ბექაფს იყოს ორჯერ უფრო იაფი

mobile image two
full width feature
გამჭვირვალე პროცესები

ბექაფში ყოველთვის ზუსტად იცი რაში რამდენს იხდი

დააბექაფე შენი მანქანა და მარტივად ადევნე თვალი ყველა პროცესს

full width feature

რა რისკებს ფარავს ბექაფი

ხშირად დასმული კითხვები

აპლიკაციის გამოყენება და ტესტდრაივის გავლა ნებისმიერ მსურველს, თუმცა, ავტომობილის დაზღვევა მხოლოდ სრულწლოვან პირებს შეუძლიათ.

დიახ, აუცილებელია, რომ ტესტ დრაივი გაიაროს ავტომობილის მესაკუთრემ.

ფრანშიზა არის ნულიდან 500 ლარამდე მერყევი თანხა, რომლის ფარგლებშიც შეფასებული ავტომობილის დაზიანებისთვის სადაზღვეო ანაზღაურებას ვერ მიიღებ. მაგალითად, თუ დაზღვეულ ავტომომობილს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოუვიდა 10,000 ლარის ზარალი, მისი მფლობელის ფრანშიზა კი ასი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული, ამ თანხას ის გადაიხდის, დანარჩენს კი ჩვენ დავფარავთ.

დიახ, ციფრული დაზღვევის პერიოდული დეაქტივაცია შესაძლებელია.

ბექაფში პასუხისმგებლიანი მართვა დაფასებულია. რაც უფრო უკეთ მართავ ავტომობილს, მით ნაკლებს გადაიხდი.

ტესტ დრაივის გასავლელად მოწყობილობა საჭირო არ არის.

მოწყობილობის დაინსტალირების და ავტომობილის სურათების ატვირთვიდან საშუალოდ 48 საათში ბექაფი ავტომატურად გაგიაქტიურდება.

თბილისის შემოგარენში 20კმ, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, ქუთაისი, ფოთი, თელავი - 10 კმ რადიუსში, გამოძახება შესაძლებელია ქოლცენტრში დარეკვისას.

ფრანშიზა გვაძლევს საშუალებას, შემოგთავაზოთ ავტოდაზღვევის სერვისი განახევრებული ტარიფით. ავტომობილის მიკროდაზიანებები, რომლებიც ფრანშიზით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში შეფასდება, შეგიძლია, აინაზღაურო შენი სახსრებით, ჩვენ კი უფრო მსხვილ შემთხვევებს დაგიფარავთ.

თუ ზარალი ფრანშიზით გათვალისწინებულ თანხაზე მეტია, ბექაფი სხვაობას მთლიანად დაფარავს.

მანქანის დასურათებისას პრობლემა თუ შეგექმნა, შენთან ბექაფ ასისტენტი მოვა და დაგეხმარება.

მოწყობილობა არის სრულიად უსაფრთხო და არ მოქმედებს აკუმულატორზე .

შეგიძლია დააბექაფო 2000 წელს ზემოთ გამოშვებული ნებისმიერი ავტომობილი.

შემოგორდი backapp-ში დღესვე!